logo
ENG



მაღაზიათა ქსელ "ნავნეს" თანამშრომელს, რომელიც შვებულებაში იყო, კორონავირუსი დაუდასტურდა

03 სექ 202014:21
3 წუთის საკითხავი
 
8jj913p68rh8mi5.jpg

თბილისში, მაღაზიათა ქსელ "ნავნეს" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც მაღაზიათა ქსელის განცხადებაშია აღნიშნული, ინფიცირებული 17 აგვისტოდან შვებულებაში იყო და ამ დროის განმავლობაში სხვა თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია.

მათივე ცნობით,  ინფიცირებულის კონტაქტები უკვე გამოვლენილია, თუმცა, "ნავნეგადასამოწმებელი კონტაქტების სიაში არ შედის.

"ნავნეს არც ერთი ფილიალის თანამშრომელი არც ინფიცირებულთა და არც სავარაუდო კონტაქტების სიაში არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომელი 2 კვირაზე მეტია, სამსახურში არ ყოფილა, საწყობის ტერიტორიას დღესვე ჩაუტარდება სადეზინფექციო სამუშაოები”, - წერია  "ნავნეს" განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 9-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1568 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 1 279 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა, 19 კი, გარდაიცვალა.


close დახურვა